მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი – ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის
„სანქციები დაუწესეს. ახალი ადმინისტრაცია არაფერს შვება ახალს. რჩება რაც იყო ის მოცემულობა. დასანქცირებულ ადამიანთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს იმ ქვეყნის ელჩი შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპასუხო განცხადების შესახებ.
მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი.
„რა უნდა ელაპარაკოს. ვერსიების დონეზე რომ გავიაროთ. რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი. ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ასე ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს, მას შანტაჟით რომ ვერავინ აშინებს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ, რომ ობიექტურად ეს არის ადამიანი, რომელსაც სანქციებით კი არა, ვერაფრით აშინებენ, ეს წლების გამოცდილებამ გვაჩვენა ძალიან კარგად. შანტაჟი, მუქარა და მსგავსი საკითხები ამ ადამიანზე არ ჭრის, არც მის ქართველობაზე ჭრის, არც მის პატრიოტიზმს ვერაფერს აკლებს და დგას თავის სიმაღლეზე ყველა დროში და ყველა მოცემულობაში. მაგრამ თავად ხომ ამას ფიქრობს და ესეც გამოხატა წერილში, რომ რაც არ უნდა ვთქვაო, რაც არ უნდა გავაკეთო, შეიძლება ვიღაცამ ამას მიაწეროს. თვითონ შანტაჟის გავლენით არაფერს რომ იტყვის ვიცით, მაგრამ ხომ აუცილებლად ამაზე ასე ილაპარაკებენ. ერთი მიმართულება ამ თემი ეს არის. პირობითად, მიდიხარ დასანქცირებულ ადამიანთან და ეს სანქცია შანტაჟის იარაღი რომ იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით, იგივენაირად რომ რჩება, ელაპარაკები, შესაბამისად, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის. ეს იყო წერილში გადმოცემული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.