კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაარსების 107-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა.
შესრულდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები