გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბერლინი კიევს დამატებით 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.

შესაბამის შეთანხმებას ბერლინში ხელი უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და ბორის პისტორიუსმა მოაწერეს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა. მან მოლაპარაკებები გამართა კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, რის შემდეგაც მერცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინი კიევს დაეხმარება შორი მოქმედების იარაღის შემუშავებაში.

ზელენსკი ასევე შეხვდა მაღალჩინოსნებს ბერლინში.

Reuters-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ თავის განცხადებაში რუსეთის საჰაერო დარტყმებზე მიუთითა, „რომლის შედეგადაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა“, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განადგურებაზე.

სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ სამხედრო დახმარება დაფინანსდება გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული სახსრებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები