ბაკურ ავსაჯანიშვილი – შემოქმედებითი საღამო მცხეთა-მთიანეთის მხარისათვის კულტურული ერთიანობის ახალი ეტაპია, რადგანაც ხელოვნება ყველაზე ძლიერი ენაა მუნიციპალიტეტების დასაახლოებლად

საქართველოს პარლამენტის წევრის, მხარის დელეგატის დიმიტრი ხუნდაძის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, რეგიონის კულტურული ერთიანობის აღსანიშნავად, შემოქმედებით-ფოლკლორული საღამო გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტს მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი და მხარეში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღონისძიებაში რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.

როგორც ბაკურ ავსაჯანიშვილმა განაცხადა, შემოქმედებითი საღამო მცხეთა-მთიანეთის მხარისათვის კულტურული ერთიანობის ახალი ეტაპია, რადგანაც ხელოვნება ყველაზე ძლიერი ენაა მუნიციპალიტეტების დასაახლოებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები