პოლიციამ იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ს.წ. – ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.

“დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ – მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

საქმეზე გამოძიება ლ.ჯ-ს განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები