სოკოთი მოწამვლის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა
სოკოთი მოწამვლის შედეგად მცირეწლოვანი ბავში გუშინ დილით გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამუნა ჩეჩელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი რომელიც გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ კლინიკაში რუსთავიდან გადმოიყვანეს.
ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, ამავე სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ორი ბავშვი მკურნალობს, თუმცა ისინი რუსთავის მცხოვრებლები არ არიან. ბავშვების მოწამვლა ტყის სოკომ გამოიწვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძმისაა.