თედო ჯაფარიძე ზურაბ აბაშიძეს კარასინთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, უმჯობესი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარასინთან მორიგ რაუნდში მონაწილეობა არ მიეღო.
“მე რომ ვყოფილიყავი ქართული მხარის ადგილზე (ბატონი აბაშიძის გვარი არც მიხსენებია), ამ რაუნდში მონაწილეობისგან თავს შევიკავებდი. ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უარი ვთქვათ ფორმატზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს.
“მე კარგა ხანია ბატონ აბაშიძესთან კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი. შეიძლება მასზე რამდენიმე წლით უფროსი, მართლაც, ვარ, აქედან გამომდინარე კი, ასაკთან დაკავშირებით მისი კომენტარი მისთვის მისაღებია. ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მის ჩამოსვლას”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები