გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის მიმართვას გამოეხმაურა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით პოზიციის შემუშავებისკენ მოუწოდა.
“ადეკვატურია, როდესაც ასეთ აგრესიულ ნაბიჯს, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე, ოკუპაციის ანექსიაში დე იურე გადაყვანის მიმართულებით მოყვეს რეაქცია ხელისუფლების ყველა შტოდან, მათ შორის, პარლამენტში. საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს იმისა, რომ ის ხაზი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს აქვს მთელი ამ ხნის განმავლობაში – თავი აარიდონ რუსეთთან “დაპირისპირებას” ანუ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, სანამ ამის შანსი აქვთ, აღმოჩნდება ამ გზაზე ბარიერი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.