გია ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას “ბოდვას” უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღეს გამოქვეყვენებულ მიმართვას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წევრი ექსპრეზიდენტის განცხადებას “ბოდვას” უწოდებს. “უნდა ფიქრობდეს მიხეილ სააკაშვილი როგორ გასცეს გამოძიების კითხვებს პასუხები და არა ის გაუგებარი რიტორიკა რითიც არის მოცალეობის ჟამს დაკავებული. ბატონი სააკაშვილს, რა აზრები მოუვა თავში და შემდეგ რა ბოდვით დაკავდება ნიუიორკში ეს მე ნაკლებად მაღელვებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ქვეყნის სამომავალო განვითარების გეგმებზე საუბრობს.