“კოსტა ხეთაგუროვს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ-ოსური კულტურის დაახლოებაში”

 

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 155 წლისთავს ეხმაურება.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, კოსტა ხეთაგუროვს უდიდესი წვლილი მიუძღვის ოსური კულტურის განვითარებასა და ქართულ-ოსური კულტურის დაახლოებაში.
„დღეს დიდი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 155 წლისთავი შესრულდა. კოსტა ხეთაგუროვს უდიდესი წვლილი მიუძღვის ოსური კულტურის განვითარებასა და ქართულ-ოსური კულტურის დაახლოებაში. იგი თავად იყო ორივე კულტურის მატარებელი. ჩვენი თაობის ვალია, არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რომელსაც კოსტა ხეთაგუროვმა ამ ერთობის შექმნით მიაღწია.
ვულოცავ კოსტა ხეთაგუროვის იუბილეს მისი შემოქმედების ყველა დამფასებელს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი მოლოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები