სულხან თამაზაშვილმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2025″ დაათვალიერა.
პიარსამსახურის ცნობით, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება. მასში ტურიზმის სფეროს 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.