„სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიაა” – ხანძრის შედეგად დაზარალებულები პირველ კომენტარებს აკეთებენ
თბილისში, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილ ხანძარს დაზარალებულები ეხმაურებიან.
როგორც ისინი მედიასთან საუბრისას აცხადებენ, მოვაჭრეების ნაწილს პროდუქცია დაზღვეული ჰქონდა და აუნაზღაურებენ.
“დაზღვეული მქონდა და ამინაზღაურებენ, მაგრამ სხვა ყველაფერი განადგურდა. დაშავებული არავინ არ არის იმიტომ, რომ ისეთი დრო იყო, მაგ დროს, ფაქტობრივად, არავინ არის ხოლმე. მართლა არ ვიცი, რატომ დაიწვა”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
„ერთხელ დავიწვით, იმხელა ბაზრობა დაგვეწვა, ახლა მეორეა ეს შემთხვევა. სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიაა. ადრეც იყო შემთხვევა პატარა ადგილზე და მალე ჩააქრეს. 7-ის ნახევარი იყო, რომ გავიგე და ჩამოვედი. ცეცხლი მთელ მასშტაბზე იყო უკვე მოდებული“, – ამბობს მოვაჭრე.
ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.