სემეკში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ახლად შექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (წმო) გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკსა და წმო-ს შორის კომუნიკაციის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება და რეგულირების პროცესში წმო-ს აქტიური ჩართულობა.

შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს მელიორაციის სექტორში განხორციელებულ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გაიმართა მსჯელობა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომისიას გააცნეს ხედვები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე, გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სემეკი მხარს უჭერს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შესაბამისად გააგრძელებს წმო-ს გამგეობის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები