მაია ბითაძე: ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ცალკეული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი მედიაპლურალიზმის
“ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ცალკეული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი მედიაპლურალიზმის”,- ამის შესახებ
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ასეთ აგრესიულ კამპანიას ვხედავთ დიდი ბრიტანეთის, ახლა უკვე მოლდოვისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ცალკეული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი მედიაპლურალიზმის.
ნათელია, რომ მათ საქართველოში ვერ მოახერხეს, გაემეორებინათ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა თავისუფალ მედიასთან მიმართებით, ვერ ჩაახშეს თავისუფალი ხმა იმისთვის, რომ საკუთარი პროპაგანდა ეწარმოებინათ საქართველოში”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.