ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.

ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.

2002 წელს იგი თბილისის საპატიო მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები