ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის
„ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის, ვინაიდან ლეგიტიმაციის ერთადერთი მიმნიჭებელი არის ქართველი ხალხი,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მათი პრიორიტეტი და ღირებულება არ არის, რომ ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ, უბრალოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია, მათ არ აქვთ შიდა კონსოლიდაცია. მათი პრიორიტეტი და ღირებულება არ არის, რომ ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ, უბრალოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან და მათ ამ კავშირს არ უმაგრებს ზურგს არანაირი ღირებულება, ვინაიდან ისინი დაცლილი არიან ღირებულებებისგან. რა დავალებასაც მიიღებენ უცხოეთიდან, იმის საფუძველზე იმოქმედებენ. ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის, ვინაიდან ლეგიტიმაციის ერთადერთი მიმნიჭებელი არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.