გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წელს რეგულირების 99 ობიექტის გეგმურ შემოწმებას განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 75 რეგულირების ობიექტზე დაგეგმილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კი, დეპარტამენტის თანამშრომლები შეამოწმებენ ხე-ტყის დამზადების – 2, სამონადირეო მეურნეობის – 5, თევზჭერის – 2, თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების – 1 და სოჭის გირჩით სარგებლობის – 14 ლიცენზიის მფლობელს.

2025 წელს, ჯამში, დეპარტამენტი 99 რეგულირების ობიექტის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/გადაწყვეტილების მფლობელი) გეგმურ შემოწმებას განახორციელებს.

რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმური ინსპექტირებაა. შედეგად, კომპანიები უზრუნველყოფენ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გეგმიური შემოწმებების პარალელურად, ინსპექტირებებს, მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები