პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს, კობა კობიძეს მოუსმინეს
“პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს, კობა კობიძეს მოუსმინეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა უწყების გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და წევრები – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფის„ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ