ლედი აფრასიძე: იმ დროს მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ახალი ეტაპი – განხორციელდა ზარები, რომ შეგვეწყვიტა ეს საქმე, სხვა შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილების ნაცვლად გვამებს მივიღებდით

„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენ იმ დროს მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც წარმოებაში მიიღო ჩვენი საქმე. თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ახალი ეტაპი“-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ლედი აფრასიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ლედი აფრასიძემ გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მათი საქმე წარმოებაში მიიღო, დაიწყო მუქარის შემცველი ზარები, რომ შეეწყვიტათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის განხილვა, სხვა შემთხვევაში სტრასბურგის გადაწყვეტილების ნაცვლად მიიღებდნენ გვამებს.

მისი თქმით, ეს მუქარა იყო ძალიან რეალური და ამ მუქარის განხორციელების საფრთხე კიდევ უფრო რეალური, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, რომ ისინი [გოჩა და შმაგი] მოეკლათ.

„გოჩას და შმაგის ციხეში ყოფნის პერიოდში ირღვეოდა მათი უფლებები. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჩვენ იმ დროს მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც წარმოებაში მიიღო ჩვენი საქმე, თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ახალი ეტაპი. განხორციელდა ზარები ჩვენ ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ჩვენ ნათესავებთან იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვეწყვიტა ეს საქმე, სხვა შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილების ნაცვლად მივიღებდით გვამებს. გულისხმობდნენ გოჩას და შმაგის, რომლებიც მაშინ ციხეში იყვნენ და ეს მუქარა იყო ძალიან რეალური და ამ მუქარის განხორციელების საფრთხე კიდევ უფრო რეალური იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, რომ ისინი მოეკლათ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ისინი საბედნიეროდ ციხიდან ცოცხლები გამოვიდნენ“-განაცხადა ლედი აფრასიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები