ზაალ ანჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და “ენჯეოების” ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია – ისინი გრძნობენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე ამ პარტიების და მათი სატელიტების კისერზე ყულფის დავიწროებაა

“დარწმუნებული ვარ, რომ წუხელ შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, ხმაური, რასაც ფართოდ აშუქებდა პარტიული ნაცმედია, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული “ენჯეოების” ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი სატელიტები გრძნობენ, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე მათ კისერზე ყულფს როგორ ავიწროებს, ამიტომ ხაფანგში მოხვედრილი მხეცის მსგავსად ფართხალებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ წუხელ შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, ხმაური, რასაც ფართოდ აშუქებდა პარტიული ნაცმედია, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული ენჯეოების ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია.

ისინი გრძნობენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე ამ პარტიების და მათი სატელიტების კისერზე ყულფის დავიწროებაა და ფართხალებენ, როგორც ხაფანგში მოხვედრილი მხეცი.

სწორად აღნიშნა, ერთ-ერთმა ჩემმა ფბ-მეგობარმა, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ ეს ორკები შეიძლება მიუვარდნენ და ააწიოკონ ნებისმიერი, ვისაც მათი პატრონები/დამკვეთები მიზანში ამოიღებენ და მერე ამ ბანდებს მიუქსევენ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები