გიორგი აფრასიძე: მთელი სოფლის ირგვლივ სიმაღლეებზე განთავსებული იყვნენ სპეცრაზმელები – არ გამოვრიცხავ, რომ სამხედროებიც ჰყავდათ – ყუმბარმტყორცნების ნამსხვრევები ეყარა ეზოში – ისეთი სიძლიერის იარაღიდან ისროდნენ, რომ სახლის კედელიც კი ერთ ადგილას ჩამოანგრია
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი აფრასიძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციისას გამოიყენებოდა იმდენად მსხვილი კალიბრის იარაღი, რომ სახლის კედელიც კი ჩამოანგრია ერთ ადგილას.
„მთელს პერიმეტრზე, არა მხოლოდ ჩვენი სახლის ირგვლივ, მთელი სოფლის ირგვლივ სიმაღლეებზე, ყველგან განთავსებული იყვნენ, ყველგან სპეცრაზმელები იდგნენ. ალბათ ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო. იმ დროს რაც შეიარაღებული ძალები ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. არ გამოვრიცხავ, რომ სამხედროებიც ჰყავდათ, იმიტომ, რომ ისეთი მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან ისროდნენ, სპეცრაზმს თუ აქვს ეგეთი იარაღი არ ვიცი. ყუმბარმტყორცნებიდან ისროდნენ. ყველამ ნახა ჭურვების ნამსხვრევები, ყუმბარმტყორცნების ნამსხვრევები ეყარა ჩვენს ეზოში შემდგომ და შენახულიც არის ეს ნამსხვრევები. არამარტო ავტომატებიდან ისროდნენ, მსხვილი კალიბრის იარაღიდანაც ისროდნენ. ისეთი სიძლიერის იარაღიდან ისროდნენ, რომ სახლის კედელიც კი ერთ ადგილას ჩამოანგრია. იმ ფილმში, რომელიც ბატონმა ვახტანგ კობახიძემ გადაიღო, იქ ასახულია ის ჭურვების ნამსხვრევები, რომელიც ჩვენს ეზოში დარჩა სპეცოპერაციის მერე“, – განაცხადა გიორგი აფრასიძემ.