კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო გასაუქმებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი, რომელიც გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა, საკადრო ცვლილებს არ გამორიცხავს. როგორც კახი კახიშვილი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო გასაუქმებელია.
„მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ ეს სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია, რადგან ისეთი სამინისტრო, რომელიც ვერ აკონტროლებს ორ დეპარტამენტს, არ არის საჭირო. ძალიან ძვირი უჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს ამ სამინისტროს შენახვა. თქვენ წარმოიდგინეთ, სამინისტრო იყო წარმოდგენილი ქუდის სახით, სადაც იყო მთელი აპარატი, მაგრამ ამ აპარატის ვერც ერთი თანამშრომელი, თავის მინისტრიანად, ვერ არკვევდა, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რისთვის იყო საჭირო ასეთი სამინისტრო. ამიტომაც გამიკრიტიკებია, რეფორმის შედეგად ზუსტად ესაა დაგეგმილი, რომ სამინისტრომ აიღოს მართვის ბერკეტები, და თუ ვერ მოახერხებს, მაშინაც ვიტყვი, რომ სამინისტრო გასაუქმებელია“, – აცხადებს კახიშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები