“დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა; 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია” – Black Sea Arena
“დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია”, – ამის შესახებ ინფორმაცია Black Sea Arena-ს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
“დიდი მადლობა თითოეულ მელომანს ამ მუხტის შექმნისა და გაზიარებისთვის, შევხვდებით 23 ივლისს, დინამო არენაზე”, – წერია ინფორმაციაში.
Justin Timberlake- ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეს გაიყიდა. ბილეთების ფასი 125 ლარიდან იწყებოდა.
ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება.