რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10
აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე: https://gr.com.ge/-ზე შეგეძლებათ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
“ონლაინ რეჟიმში ბილეთების ყიდვა შემდეგ მიმართულებებზე იქნება
შესაძლებელი: თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
აქვე აღსანიშნავია, რომ ახალ ვებ-გვერდზე თითოეულ რეისზე კონკრეტული ადგილის არჩევა საკომისიოს (1 ლარი) დამატების საშუალებით შეგეძლებათ”, – წერია ინფორმაციაში.