„ცხოვრების ხელოვნება“  

       ის სახელგანთქმული ინდოელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის ოშოს მოსწავლეა, სწორედ მისგან მიიღო ინიციაცია და სახელი – მადიტა.  20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ოშოს კომუნაში და ცოდნა ჰიპნოთერაპიაში პირადად გურუსგან მიიღო. მონიკა დიქუდია ამჟამად გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ცხოვრობს და მსოფლიოს მასშტაბით ატარებს ტრენინგებს „ნლპ“(ნეიროლინგვისტური პროგრამირება) მეთოდიკის გამოყენებით. მონიკა დიქუდიას მორიგი პრაქტიკული სწავლება თბილისშია დაგეგმილი, ტრენინგის შესახებ იგი თავად მოგიყვებათ დაწვრილებით, ჩვენ კი გთავაზობთ ტრენინგის განრიგს და მოკლე ანოტაციას.

„ცხოვრების ხელოვნება“ (პრაქტიკული სწავლება)

მოდული 1:  (17-19 ოქტომბერი)

თერაპიული კურსი “შინაგანი ბავშვი” – განკურნება:

ამ ტრენინგის განმავლობაში გამოიყენებული იქნება გარკვეული წარმოსახვიით და ტრანსტექნიკები, იმისათვის, რომ განკურნოთ ბავშვობის ტკივილი და დაგიბრუნოთ სიხარული დღეს. ტრენინგის მიზანია, დაამყაროთ კონტაქტი ჩვენში არსებულ განუსაზღვრელ შესაძლებლობებთან და სიხარულისა და ენერგიის მუდმივ ნაკადთან.

მოდული 2:  (24-26 ოქტომბერი)

წარმატებული ურთიერთობების შექმნა.

ტრენინგის განმავლობაში თქვენ ისწავლით, როგორ და რა ნაბიჯები გადადგათ, რათა გაერკვიოთ – რას ნიშნავს წარმატება, პირადად, თქვენთვის და როგორ შეგიძლიათ იპოვოთ მისკენ მიმავალი გზა. ტრენინგის მიზანია, გასწავლოთ ახალი, განსხვავებული მიდგომით საქმის დაწყება, ურთიერთობების დალაგება და დაგეხმაროთ, წარსული დატოვოთ წარსულში.

მოდული 3: (31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი)

ბრძენი გული

უძლიერესი ფსიქოლოგიური ტექნიკების წყალობით თქვენ სწრაფად იგრძნობთ, როგორ იხსნება თქვენი ოდესღაც ჩაკეტილი და ნატკენი გული სრულიად სამყაროსათვის. ტრენინგის მიზანია, გადავაქციოთ ჩვენი ცხოვრება “ულამაზეს მოგზაურობად ზღაპრულ სამყაროში” და გახდეთ ის, ვინც ყოველთვის გინდოდათ ყოფილიყავით, ანუ ისეთად, როგორიც ხართ გულის სიღრმეში.

სერტიფიკატი გაიცემა სამივე მოდულის გავლის შემდეგ

შესაძლებელია ნებისმიერი მოდულის გავლა სურვილისამებრ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cnaXnLr5qLU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები