საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მარინ ლე პენის განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, ფრანსუა ბაირუ ქვეყნის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისთვის გამოტანილი სასჯელის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ BFMTV-ი ოფიციალურთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
„ფრანსუა ბაირუ შეაშფოთა მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრემიერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს, მარინ ლე პენსს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა.