უკრაინასა და აშშ-ს შორის წიაღისეულის შესახებ ახალი გაფართოებული შეთანხმების პროექტში ნატო არ არის ნახსენები, მაგრამ ეს შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული და ამერიკული გუნდები ამჟამად ამ შეთანხმების ახალ პროექტზე მუშაობენ.
„უფრო სწორად, იურისტები ახლა უფრო მეტს მუშაობენ. რა თქმა უნდა, როცა ამ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ცალკე დოკუმენტი, არაფერი უნდა ეწინააღმდეგებოდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.