შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელმა ძაღლს სამსახურებრივი იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა, ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს

თბილისში, ღრმაღელის მეტროსადგურთან შსს-ს თანამშრომელმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

თვითმხილველების თქმით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას იარაღიდან ესროლა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციის მაიორი „იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან“ გაესროლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში – ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები