ბათუმში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – დაშავებულია შუახნის ქალი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებულია შუახნის ქალი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვის ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები