თემურ ხაჩიშვილი: გიგა ბოკერია, რურუები და გაბაშვილები, მხედრიონში ჩამოყალიბდნენ

„ვნანობ ზვიადს, რომ დავუპირისპირდი“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ყოფილი მინისტრი დღევანდელ ხელისუფლებასა და ზვიად გამსახურდიას დროინდელ ხელისუფლებას შოროს პარალელებს ავლებს.
„ირაკლი ღარიბაშვილსაც ელოდება საკუთარ ხელისუფლებაში მსგავსი განხეთქილება, რაც ზვიადის ხელისუფლებაში მოხდა. მაშინ ვერ შევძელი ბარიერი გადამელახა და ზვიადის გვერდით დავმდგარიყავი. ახლა ამ შეცდომას აღარ დავუშვებ და ნებისმიერ ფასად შევეცდები, პრემიერს მხარდამჭერა გამოვუცხადო იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღემდე მენდობა!“ – აცხადებს თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ყოფილი „მხედრიონელი“ თემურ ხაჩიშვილი ინტერვიუს დროს ყურადღებას ამახვილებს, თუ რა პოლიტიკურ წიაღში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „მხედრიონი“ .
„მხედრიონში“ ჩამოყალიბდნენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით, პირველ რიგში – გიგა ბოკერია, ასევე ძმები რურუები, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვები. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ იმ მანკიერ მხარეს, რასაც საზოგადოება გმობდა. მე არ მსმენია პატიოსანი და, იმავდროულად, ფულიანი არც „მხედრიონელი“, არც ზვიადისტი პირადად მე – მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობზე ვიმუშავე, თუმცა როგორც ხედავთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა უმწვავესია იმ ფონზე, როცა უღირსი „მხედრიონელები“ ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დღეს უზრუნველად ცხოვრობენ. პირველი პოლიტიკური წრთობა მათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინაღმდეგ ქმედებებში მიიღეს. მაგალითად, ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს, მან პირადად დააპატიმრა თბილისში ზვიადისტების მხარდასაწერად ჩამოსული რუსი დისიდენტი ვალერი ნოვოდვორსკაია… ვაცნობიერებ, რომ მეც მეკისრება ამ დარბევების გამო პასუხისმგებლობა, როგორც „მხედრიონის“ ხელმძღვანელს….“, – აცხადებს თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ყოფილი მინისტრი ამავე ინტერვიუში საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას იხსენებს და ამბობს, რომ ზვიადი დიდი პიროვნება იყო. თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ იგი ნანობს, რომ ზვიად გამსახურდიასთან მაშინ დაპირისპირება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები