“ეკონომიკური რესურსების, იგივე საბანკო რესურსების დივერსიფიცირება აუცილებელია ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელიც აზიასა და ევროპას აერთებს, ძველი აბრეშუმის გზა ითვალისწინებს ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას, განსაკუთრებით, ჩინეთთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ახლახან ფინეთმა და იტალიამ სავაჭრო ხელშეკრულებები გააფორმეს. მსოფლიოში ვითარება დაძაბულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველასთვის სასურველი ქვეყანა იყოს თავისი სტაბილურობით და სტაბილური განვითარების ტენდენციებით, რაც შეფასებულია არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ“, – განმარტა ვოლსკიმ.