ირანის სულიერი ლიდერი – თუ აშშ ან მისი მოკავშირეები ისლამურ რესპუბლიკას დაბომბავენ, ძალისმიერ შურისძიებას მიიღებენ

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ აშშ განახორციელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას დაბომბვის შესახებ, ძლიერ საპასუხო დარტყმას მიიღებს,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ, იქნება დაბომბვა.

“აშშ-სა და ისრაელის მხრიდან მტრობა ყოველთვის არსებობდა. ისინი იმუქრებიან ბოროტმოქმედებით და თუ ეს განხორციელდება, აუცილებლად მიიღებენ ძლიერ კონტრშეტევას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყნის შიგნით არეულობას გამოიწვევენ, როგორც წინა წლებში, ირანელი ხალხი თავად გაუმკლავდება მათ”,- თქვა ხამენეიმ ტრამპის ბოლო მუქარაზე.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაქაიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „სახელმწიფოს მეთაურის მიერ ირანის წინააღმდეგ დაბომბვის ღია მუქარა არის შოკის მომგვრელი შეურაცხყოფა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების არსის მიმართ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები