არჩილ გორდულაძე: მამუკა ხაზარაძეს თუ რამის თქმა უნდოდა უნდა მოსულიყო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
,,მამუკა ხაზარაძეს თუ რამის თქმა უნდოდა და რამის თქმა შეეძლო, ის უნდა მოსულიყო საგამოძიებო კომისიის წინაშე და კი არ ეკეკლუცა, როგორც გუშინ იკეკლუცა თავისსავე ტელევიზიებთან და წინასწარ ორგანიზებულ კითხვებზე, რომ ვითომ რაღაც პასუხებს სცემდა”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გულწრფელობა და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაპირისპირებული ცნებებია.
„კეთილი უნდა ენება და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოების წინაშე, საზოგადოებას, რომ კითხვები აქვს იმ კითხვებზე გაეცა აბსოლუტურად გულწრფელად პასუხი. მაგრამ გულწრფელობა და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაპირისპირებული ცნებებია. როგორც მამუკა ხაზარაძე, ისევე ოქრუაშვილი თუ მისი სხვა მეგობრები რა თქმა უნდა თავს არიდებენ, რომ კომისიის კანონიერი მოთხოვნა შეასრულონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდა. კომისიის წევრებს მასთან კითხვები „მაგნატის საქმესთან“ დაკავშირებით ჰქონდათ. მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.