„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ფაქტობრივად არანაირი კოორდინაცია აღარ აქვს, მაგრამ ელოდება დავალებებს, რომლებიც უცხოელი პატრონებისგან უნდა მიიღოს“ – ჩაკვეტაძე

“რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ფაქტობრივად არანაირი კოორდინაცია აღარ აქვს, მაგრამ ისინი ელოდებიან თავის დავალებებს, რომლებიც უნდა მიიღონ თავიანთი უცხოელი პატრონების მხრიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.

“ასე რომ, საზოგადოება ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კარგად შეაფასებს და კიდევ ერთხელ, უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას”, – ამბობს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები