ნინო ფოჩხუა – “ტაბულას” გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომ “ქართული ოცნების” მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება”: ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული დავალების შესრულება, ისიც ზერელე და ზედაპირული, რომელიც ვერანაირ შედეგს ვერ დადებს; როგორ შეიძლება, ამ კვლევის სერიოზულად მიღება, როცა გამოკითხულია 20 რესპონდენტი, როცა “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მილიონ ორასი ათასია

“ისევე როგორ აქციები, მათი კვლევებიც არაფერს ემსახურება, ეს არის მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული დავალების შესრულება, ისიც ზერელე და ზედაპირული, რომელიც ვერანაირ შედეგს ვერ დადებს”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ტაბულას” გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ “2025 წლის იანვარ-თებერვალში ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) ქართული ოცნების მხარდამჭერთა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორების კვლევა ჩაატარა”.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, “კვლევას “დაუდგენია” რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ღირებულებათა ბმა ძალიან სუსტი აქვთ მმართველ პარტიასთან.

აღარ გავაგრძელებ, რადგან როცა ასეთი “სერიოზული” კვლევა 20 რესპონდენტის გამოკითხვით ჩატარდა, ნდობას არ იმსახურებს და პირადად ჩემთვის, როგორც “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის კი სიცილს”.

“ისევე როგორ აქციები, მათი კვლევებიც არაფერს ემსახურება, ეს არის მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული დავალების შესრულება, ისიც ზერელე და ზედაპირული, რომელიც ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. ეს კვლევა მოიცავს ოცნების მხარდამჭერების გადაწყვეტილების მიღების და ქცევის ანალიზს. როგორ შეიძლება “ტაბულას” ამ კვლევის სერიოზულად მიღება, როცა გამოკითხულია 20 რესპონდენტი, თან მეტი დამაჯერებლობისთვის ასაკის და სქესის მითითებით, როცა “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მილიონ ორასი ათასია. მათ და გასაკვირად, თურმე აღმოჩნდა რომ ჩვენ “ქართული ოცნების” ამომრჩეველს არანაირი ბმა არ გვაქვს მმართველ პარტიასთან, ასევე საგულისხმო მიგნება ყოფილა მათთვის ის, რომ ჩვენ განვიცდით შინაგან დისონანსს და ამას თურმე აძლიერებს სოციალური მიუღებლობა, რაც იწვევს დიდ შინაგან დისკომფორტს ოცნების ამომრჩეველში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მოკლედ, კვლევას “დაუდგენია” რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ღირებულებათა ბმა ძალიან სუსტი აქვთ მმართველ პარტიასთან.

აღარ გავაგრძელებ, რადგან როცა ასეთი “სერიოზული” კვლევა 20 რესპონდენტის (10კაცი, 10ქალი) გამოკითხვით ჩატარდა, ნდობას არ იმსახურებს და პირადად ჩემთვის, როგორც “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის კი სიცილს”, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები