გორდულაძე – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პოლიტიკაში მხოლოდ იმისთვის მოვიდნენ, რომ პოლიტიკას ამოფარებოდნენ და თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები დაემალათ

“პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოვიდნენ, რომ ამოფარებოდნენ მას და თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები მიეჩქმალათ და დაემალათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ამ ადამიანებს არ აქვთ სათქმელი არაფერი, არ შეუძლიათ, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ, ამიტომაც ისინი თავს არიდებდნენ და არიდებენ საგამოძიებო კომისიაში მისვლისგან.

ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე, თავიანთი კანონდარღვევისა და კანონის სრული უგულველყოფის ვადები როგორმე გაახანგრძლივონ”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები