სად ხდებოდა არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებები

„პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი „კავკასუს ონლაინში“ შევიდა. მყისიერად, გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანიაში საგამოძიებო ორგანოების შესვლა ბიზნესმენ მამია სანადირაძის საჩივარს უკავშირდებოდა, რომელიც თავს „კავკასუსის“ რეალურ მეპატრონედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ მას კომპანიის წილები უკანონოდ დაათმობინა, – წერს გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“. ეს ინფორმაცია მალევე უარყო თავად „კავკასუს ონლაინმა“. განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, საუბარია „კავკასუსის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტერნეტსივრცეში ატვირთულ მასალაზე. „კავკასუს ონლაინის“ ეს განცხადება გარკვეულწილად ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლა ინტერნეტსივრცეში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეომასალის გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს დამატებით ინფორმაციას არ ახმაურებს, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელზეც შსს-მ მიგვითითა ადასტურებს, რომ საქმე, მართლაც, პორნოგრაფიას უკავშირდება. 255-ე მუხლის პირველ ნაწილი გულისხმობს, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების, ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება, ან რეკლამირებას, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობას, მის შენახვას გაყიდვის, ან გავრცელების მიზნით“. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა კანონი დამნაშავეს ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობასასც აძლევს. ეს დანაშაული სათავეს ჯერ კიდევ 2011 წლიდან იღებს, ანუ ეს ბავშვი სექსუალურ ექსპლუატაციაში 9 წლიდან იმყოფება. ეს მასალები კი სხვადასხვა ქვეყანაში იყიდებოდა. დანაშაული მთლიანად თბილისში ხდებოდა. ბავშვზე ვიდეოგადაღება, ძირითადად, თბილისის სასტუმროში ხდებოდა ხოლმე. იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეში ეჭვმიტანილი ებრაელი საქართველოში არ იყო, გადაღებას ბავშვის დედა საკუთარ სახლში აწყობდა. ამ ქალს ებრაელი თვეში ასიდან ორას დოლარამდე უგზავნიდა. არსებობს ვარაუდი, რომ თავად ეს მამაკაცი ერთ ფოტოში 50 დოლარს იღებდა, ვიდეოებში კი -უფრო მეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები