“ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ? არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ” – ირაკლი იაშვილი

“ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა იწყება.

„30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს, რაც იცის. მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს“, – განაცხადა იაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები