“დღესვე ვაცხადებთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
“შეგვიძლია, გავიმეოროთ და ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ, 29 დეკემბრამდე დაველოდოთ და მერე გამოვაცხადოთ არჩევნების თარიღი. დღესვე ვაცხადებთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ვისაც არ უნდა საქართველოსთვის სიკეთე, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა იყოს”, – აცხადებს ბოჟაძე.