“გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ის კარგად იყო ადმინისტრირებული” – კალანდარიშვილი
“ვფიქრობ, რომ დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.
“გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ-ტექნიკურ ნაწილში, რაც თავის მხრივ მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა, სხვა წინა შემთხვევების მსგავსად, გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები, იქიდან გამომდინარე, რომ მისი წაკითხვა ხორციელდება არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ იმ ფრაგმენტებში, რომელიც კონკრეტული ჩართული მხარისთვის ხელშესახები და საყურადღებოა და არა იმდაგვარად, რომ ის კომპლექსურად იყოს წარმოჩენილი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.