საქართველოს ეროვნული სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფი გამყოფ ხაზის სოფლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან წარჩინებული მოსწავლე სპორტსმენების სპორტულ სამშვიდობო პროექტში ჩართულობას ახორციელებს

საქართველოს ეროვნული სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი გიორგი სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ხელბურთის ეროვნულ ფედერაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საპატრულო დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს გამყოფ ხაზის სოფლებიდან და ასევე დევნილთა დასახლებებიდან 400-მდე წარჩინებული მოსწავლე სპორტსმენების სპორტულ სამშვიდობო პროექტში ორგანიზებულად ჩართულობას ახორციელებს.

პროექტი ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე საქართველო ავსტრიას შორის მოსწავლეების ორგანიზებულად დასწრებას გულისხმობს.

ხელბურთის ფედერაციის მხრიდან ბავშვების კვებით უზრუნველყოფა მოხდება, ასევე სპორტული მაისურების გადაცემა და ბავშვებისთვის შესაბამისს გამოყოფილ სექტორში განთავსება საგულშემატკივროდ.

ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კი ბავშვებისთვის გამოყოფილია სამინისტროს ავტობუსები, გზის უსაფრთხოება გადაადგილებისას, სამხედრო პოლიციასთან ერთად საპატრულო დეპარტამენტის ეკიპაჟების კონტროლით განხორციელდება.

პროექტის ორგანიზატორების მიზანია, ხელი შეეწყოს, როგორც კონფლიქტის ზონაში, ასევე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ თითოეულ ახალგაზრდის ჩართვას მათთვის საინტერესო სპორტულ საგანმანათლებლო პროექტებში, რაც პირდაპირ აისახება ახალგაზრდების მიზნების სწორად დასახვაში და შემდგომ მათ განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები