ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ. ასევე, განიხილეს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შესატანი ცვლილებები, ხულოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ბერიძემ საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა

სამოქალქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და მისი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მერისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები