საქართველოს ეროვნული ბანკი მარტის თვის მიმოხილვას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს:

უწყების ცნობით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.

“გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციებია: ინფლაცია.

მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.8%-ით მოიმატა

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა

მომსახურების ინფლაცია მარტის მდგომარეობით 3.3%-ს შეადგენს საბანკო სექტორში.

თებერვალში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.9 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.2%-ს გაუტოლდა დეპოზიტების დოლარიზაცია თებერვალში 1.2 პპ-ით შემცირდა და 46.0% შეადგინა თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია უცვლელად, 42.2%-ზე, შენარჩუნდა საგარეო სექტორი.

იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 8.4%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე. თებერვალში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელი მოქმედებდა, შუალედური საქონლის წვლილმა 8.9 პპ წვლილი შეადგინა ექსპორტი – 26.6%-ით გაიზარდა და 546.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (18.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (7.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტით თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები