საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი: ერთსქესიანთა ქორწინება ოჯახის ტრადიციულ მოდელს ცვლის

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ინიციატივის მიმართ კვლავ წინააღმდეგობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი ეკლესიის სწავლებას და ოჯახის ტრადიციულ გაგებას ეწინააღმდეგება.

სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსებმა ერთხმად უარყვეს კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებასთან ერთად მათთვის შვილად აყვანის უფლებასაც ითვალისწინებდა.

ეკლესიის ოფიციალურ პოზიციაში აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება მშობლობის საკითხთან არის დაკავშირებული.

სინოდის განმარტებით, ასეთი ქორწინების ლეგალიზაცია „იწვევს ერთსქესიანთა მშობლობას“ – მათ შორის შვილად აყვანის ან სუროგაციის გზით, რაც, ეკლესიის შეფასებით, ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება.

ამასთან, ეკლესიამ აღნიშნა, რომ ბავშვებს აქვთ „უფლება, გაიზარდონ მამასა და დედასთან“, და გააკრიტიკა კანონპროექტი, როგორც ცვლილება, რომელიც ტრადიციულ ოჯახურ მოდელს ცვლის.

აღსანიშნავია, მიუხედავად ეკლესიის წინააღმდეგობისა, 2024 წლის თებერვალში საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინება მაინც დააკანონა, რის შედეგადაც ქვეყანა პირველი მართლმადიდებლური სახელმწიფო გახდა, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები