ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქში გაერო-ს სტრუქტურები შტურმით აიღეს
ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების რადიკალური დაჯგუფება, იემენის დედაქალაქ სანაში, გაერო-ს რამდენიმე სააგენტოს ოფისში შეიჭრა და სულ მცირე, 11 თანამშრომელი დააკავა,- ინფორმაციას, The Guardian ავრცელებს.
შეტევა, გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფისებზე მოხდა. დაკავებულთა შორის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო თანამშრომლები არიან.
გაერო მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ჰუსიტებს თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს.
საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან ჰუმანიტარული ორგანიზაციების სტატუსი და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო მუშაობა.
როგორც მედია აღნიშნავს, მომხდარი ისედაც კრიზისულ ვითარებას იემენში კიდევ უფრო ამძიმებს.
ცნობისთვის, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა სანაზე იერიში მიიტანა. დარტყმას ჰუსიტების მიერ მართული მთავრობის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.