შარმანაშვილი – გახარიაზე: რასაც მშვიდობიან აქციას უწოდებს და რაც ახლახან იყო, იმ აქციაზე კიდევ ერთმა ჩვენმა პოლიციელმა დაკარგა თვალი

“რასაც მშვიდობიან აქციას უწოდებს და რაც ახლახან იყო, იმ აქციაზე კიდევ ერთმა ჩვენმა პოლიციელმა დაკარგა თვალი. მას ორი ოპერაცია დასჭირდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრების არანაკლებ ერთი მეხუთედისა. დასკვნაში ყველა მისი [გიორგი გახარიას] პასუხი, რასაც მშვიდობიან აქციას უწოდებს და რაც ახლახან იყო, იმ აქციაზე კიდევ ერთმა ჩვენმა პოლიციელმა დაკარგა თვალი. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. სულ ახალი ამბავია ეს, ჯერ გავრცელებული არ არის. მას აგრესიულმა მომიტინგეებმა დაუზიანეს თვალი. ისრაელის, ასევე თურქეთის ექიმებთან დიდი კონსულტაციები გაიმართა, თუმცა სამწუხაროდ მისი თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ეს იმ აქციებზე, გახარიას რომ მშვიდობიანი აქციები ჰგონია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები