„მეჩვენება, რომ რაღაც გზით პუტინის ქმედებებს ამართლებს“ – ზელენსკიმ ვენსი გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს ამართლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს, ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები არ არიან აგრესორები და ომი მათ არ დაუწყიათ.

„ეს არის ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, მართლაც, დიახ, რეალობის ცვლილება და მე არ მსურს მონაწილეობა მივიღო შეცვლილ რეალობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არავის დასხმია თავს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკა.

„მეჩვენება, რომ ვიცე-პრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა: შეუძლებელია რაღაც შუალედურის პოვნა. არის აგრესორი და არის მსხვერპლი. რუსეთი აგრესორია, ჩვენ – მსხვერპლი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები