გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი დიპლომატების შეხვედრაზე: ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავრის კომიტეტი – ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას, ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავრის კომიტეტი”.

გამსახურდია მოუწოდებს ემსახურონ საქართველოს და არა სხვას, რადგან ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები.

„ასე და ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავრის კომიტეტი. ამათ მიერ წახალისებული და წაქეზებული ბევრი საჯარო მოხელე დღეს თვისობრივად სხვა აზრზეა, დაინახეს ამ მავნებლური ძალის მავნე შედეგები. ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას. ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები”- წერს გამსახურდია X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები