გია აბაშიძე: ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ „ქართულ ოცნებაზე“ – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო

ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე და მისნაირი სუბიექტები ვერ იტანენ საქართველოს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნით, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც ხაზარაძე „არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმს“ უწოდებს.

ანალიტიკოსის განცხადებით, ხაზარაძის მსგავსი პირებისთვის მთავარია ანგარება და ისინი არათუ სამშობლოს, ოჯახსაც კი დათმობენ სარგებლის მიღების მიზნით.

„ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე და მისნაირი სუბიექტები ვერ იტანენ საქართველოს, მათთვის მთავარია ანგარება, მოღალატეებზე უარეს კასტას მიეკუთვნებიან.
აშშ-ს მოუწოდებს, რომ რომ რაღაც ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ „ქართულ ოცნებაზე“. რა ესმის ამ არამზადას თუ რა არის გეოპოლიტიკა?! ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა და ოჯახსაც დათმობენ სერიოზული ხეირის გამო. და ამგვარ არაკაცებს აქვთ პრეტენზიები პატრიოტიზმზე და ფასეულობებზე. როგორი სამარცხვინოა!“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები