„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს გირაო შეეფერდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.
კერძოდ, სასამართლომ გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.